თამაშგარე

10:27 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოლინ რუნის ახალი ახირება

მინავლებული ინგლისელი ვარსკვლავის, უეინ რუნის მეუღლე, მოდელი კოლინ რუნი ყოველთვის ათასგვარი უცნაურობებით გამორჩეული ქალი იყო და ალბათ მისი ბუნების სწორედ ეს შტრიხები იყო იმის მიზეზი, რომ რუნების ოჯახი მუდმივად ბრიტანული ბულვარული მედიის საკბილო გახლდათ.

კოლინი თავისას არც ახლა იშლის და ნამეტნავად ირიგინალური და უცნაური აზრებით აკვირვებს მტერსაც და მოყვარესაც. ამასწინათ, უეინის ცოლმა ტაბლოიდ “სანს” განუცხადა, რომ მისი ოცნებაა, ცნობილი ფეხბურთელების ცოლებისაგან მოყვარულთა გუნდი დააკომპლექტოს.

როგორც კოლინ რუნი ამბობს, მას ძალზედ სახალისოდ მიაჩნია ფეხბურთელების ცოლების გუნდის შექმნა და ეს პროექტი შესაძლებელია იმდენად საინტერესო და “გაყიდვადი” გახდეს, რომ მთელი მსოფლიო აალაპარაკოს. კაცმა (ან თუნდაც ქალმა) რომ თქვას, ჭეშმარიტად ორიგინალური აზრია და ვინ იტყოდა უარს ასეთ სანახაობაზე?!...

0.129725