“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის მორგან შნეიდერლენის შეძენა სერია A-ს გრანდებს სურთ – იუწყება იტალიური გამოცემა Calciomercato.Com.
ფრანგი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის და გადაწყვეტილია, რომ “ოლდ ტრაფორდს” დატოვებს. ცნობილი გახდათ, რომ მორგანით “ევერტონი” ინტერესდება, ხოლო დღეს ზემოთ აღნიშნულმა წყარომ დაწერა, რომ შნეიდერლენის შეძენა “იუვენტუსს” და “მილანს” სურთ.
მორგანს “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt–ი მის სატრანსფერო თანხად 28 მილიონ ევროს ასახელებს.
27 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში თამაში ძალიან იშვიათად უწევს. მან მოედანზე მხოლოდ 238 წუთი გაატარა.