ყატარის დედაქალაქ დოჰაში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი რაპიდსა და ბლიცში. შესანიშნავად თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი ლევან ფანცულაია ( 2622). დღეს მან დაამტკიცა, რომ კარლსენთან მოგება შემთხვევითი არ ყოფილა.
შვიდასიანთა კლუბის წევრებთან ჰრანტ მელქუმიანთან (2736, სომხეთი) და მაქსიმ ვაშიე-ლაგრავთან ( 2795, საფრანგეთი) გაკეთებული ყაიმების შემდეგ ფანცულაიამ რვაასიანთა წევრი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე ჰიკარუ ნაკამურა (2839, აშშ) დაამარცხა და ლიდერთა შორის იმყოფება.