ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი ნორვეგიის პოპულარულ გაზეთ VG-ს მიერ ჩატარებული ტრადიციული გამოკითხვის შემდეგ მკითხველებმა 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ნომინაცია მან უკვე მეოთხედ მიიღო.
გამოკითხვაში კარლსენმა უკან ისეთი პოპულარული ნორვეგიელი სპორტსმენები ჩამოიტოვა, როგორებიც არიან NXL –ს ჰოკეისტი მატს ცუკარელო, ქალი ფეხბურთელი ადა ჰერბერგი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოცურავე სარა ლუის პუნგი.
2016 წელს მსოფლიო ჩემპიონობის გარდა კარლსენმა ვეიკ-ან-ზეეს ( ჰოლანდია) სტავანგერის ( ნორვეგია), ლიოვენის ( ბელგია) და ბილბაოს ( ესპანეთი) დიდი საერთაშორისო ტურნირები მოიგო. ამჟამად ასპარეზობს დოჰაში ( ყატარი) მიმდინარე რაპიდისა და ბლიცის მსოფლიო ჩემპიონატზე.