“ბრუკლინ ნეტსის” ჩინელი გამთამაშებელი ჯერემი ლინი ტრავმირებულია. კალათბურთელმა “შარლოტ ჰორნეტსთან” (120:118) მოგებული მატჩის მესამე პერიოდში ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც კალათბურთელმა თამაში ვეღარ განაგრძო. ჯერჯერობით დაზიანების ხარისხი უცნობია.
მიმდინარე სეზონში ლინი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.9 ქულას და 3.3 მოხსნას აკეთებს.