ანხელ დი მარიაც ჩინეთში – ინგლისური ტაბლიოდი Sun-ი იტყობინება, რომ ჩინეთის სუპერლიგის ხელმძღვანელობა მზადაა არგენტინელ ნახევარმცველში კოლოსარული თანხა გაიღოს და თავის ქვეყანაში წაიყვანოს. თუმცა, ჯერჯერობით, ზუსტი თანხა და კლუბი, რომელშიც დი მარია ჩაირიცხება, არ დასახელებულა.
აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ დი მარია ბოლო პერიოდში “პარი სენ ჟერმენში” არ ვარჯიშობს. ამასთან დაკავშირებით კი, ითქვა, რომ ანხელს პირადი პრობლემები აქვს.
ბოლოდროინდელი ტენდენციის გათვალისწინებით, დი მარიას ჩინეთში წასვლა გასაკვირი არ იქნება. ცოტა ხნის წინ, ბრაზილიელი ოსკარიც აზიის გზას დაადგა და კარლოს ტევესიც ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ჩინურ გუნდში ითამაშებს. წინა სატრანსფერი პერიოდებშიც არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი წასულა ჩინეთში ფეხბურთის სათამაშოდ.