ერთი კვირის წინ გაჩნდა ინფორმაცია, ჯაბა კანკავს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვსო. ეს ფრანგული "რეიმსის" მწვრთნელმა მიშელ ტერ-ზაქარიანმა თქვა, თუმცა როგორც გაირკვა, გაუგებრობა მომხდარა და კანკავა კვლავაც მზადაა სათამაშოდ.
იმ დროს ჯაბას ფეხი სტკიოდა და მწვრთნელისთვის უთხოვია, რომ ერთ მატჩში დასვენების უფლება მიეცა.
საფრანგეთის ლიგა 2 13 იანვარს განახლდება, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ იანვარში კანკავამ კლუბი შეიცვალოს. მას "რეიმსთან" კონტრაქტი აქვს, მაგრამ ფრანგულ პრესაში იწერება, რომ თუ მსურველი კლუბი გამოჩნდება და მსუყე თანხასაც შესთავაზებს, რეიმსელები უარს არ იტყვიან.