ფეხბურთი

15:28 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანაკრებო მწვრთნელებში სანტუში გამოარჩიეს, საკლუბოში  - სიმეონე

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა. სანაკრებო მწვრთნელთაგან საუკეთესოდ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ფერნანდუ სანტუში აღიარეს, რომელმაც ამ ზაფხულს გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ: ლარს ლაგერბეკი (ისლანდია), იოაჰიმ ლიოვი (გერმანია), კრის კოულმენი (უელსი) და დიდიე დეშამი (საფრანგეთი).

2016 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელები:

1 – ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია) - 199 ქულა
2 – ლარს ლაგერბეკი (ისლანდია) - 71
3 – იოაჰიმ ლიოვი (გერმანია) - 62
4 – კრის კოულმენი (უელსი) - 61
5 – დიდიე დეშამი (საფრანგეთი) - 52
6 – ანტონიო კონტე (იტალია) - 17
7 – ანტე ჩაჩიჩი (ხორვატია) - 8
8 – მარკ ვილმოტსი (ბელგია) - 3
8 – ტიტე (ბრაზილია) - 3
10- ბერნდ შტორკი (უნგრეთი) - 1
10- ანგელოს პოსტეკოღლუ (ავსტრალია) - 1
10- ადამ ნავალკა (პოლონეთი) - 1

საკლუბო მწვრთნელთაგან საუკეთესო მადრიდის “ატლეტიკოს” დამრიგებელი დიეგო სიმეონე გახდა, მეორე ადგილი ერგო ზინედინ ზიდანს (“რეალი”), მესამე კლაუდიო რანიერის (“ლესტერი”), მეოთხეა ხოსეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”/”მანჩესტერ სიტი”), მეხუთე - უნაი ემერი (“სევილია”/პსჟ).

2016 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელები:

1 - დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”) - 113 ქულა

2 - ზინედინ ზიდანი (“რეალი”) - 108

3 - კლაუდიო რანიერი (“ლესტერი”) - 86

4 - ხოსეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”/”მანჩესტერ სიტი”) - 62

5 - უნაი ემერი (“სევილია”/პსჟ) - 38

6 - ლუის ენრიკე (“ბარსელონა”) - 24

7 - იურგენ კლოპი (“ლივერპული”) - 16

8 - მაურისიო პოჩეტინო (“ტოტენჰემი”) - 15

9 - მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსი”) - 6

10 - პისტო მასიმანე (“მამელოდი სანდაუნსი”) - 5

0.145172