ცნობილი ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანია “რედ ბული” გაჩერებას არ აპირებს. Sun-ის ინფორმაციით, ხსენებული ფირმა ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “ვესტ ჰემ იუნაიტედის” აქციათა შესყიდვას გეგმავს. ფინანსური დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა, “რედ ბულისთვის” ფეხბურთი და ზოგადად სპორტი უცხო ნამდვილად არაა.
აღნიშნული კომპანია უკვე ფლობს 4 საფეხბურთო კლუბს: ავსტრიაში “ზალცბურგს”, გერმანიაში “ლაიპციგს”, აშშ-ში “ნიუ-იორკ რედ ბულსა” და ბრაზილიაში “რედ ბულ ბრაზილს”. გარდა ამისა, ავტოსპორტშიც აქვს ფესვები გადგმული, სადაც ფორმულა 1-ში “ტორო როსო” და “რედ ბულ რასინგი” მის დაქვემდებარებაშია.
ჯერჯერობით უცნობია შევა თუ არა, “ვესტ ჰემიც” ზემოჩამოთვლილი გუნდების სიაში, მაგრამ როგორც ამბობენ, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო...