ძიუდოში საქართველოს 2016 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი „ლომჭაბუკი“ გახდა, რომელმაც ფინალში „მებრძოლი 2015“ დაამარცხა.
საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საპრიზო ფონდი 160 ათასი ლარი იყო. გამარჯვებულ გუნდს პრიზად 70 ათასი ლარი გადაეცა. მეორე ადგილზე გასულს - 50 ათასი ლარი. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „დურმიშხანმა“ მოუგო “ლიდერს“ და 30 ათასი ლარი მოიპოვა. „ლიდერს“ 10 ათასი ლარი შეხვდა.
გუნდები კენჭისყრის მიხედვით დაწყვილდნენ. ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “ლიდერი„- „მებრძოლი 2015“ და „დურმიშხანი“-„ლომჭაბუკი“. გამარჯვებულმა გუნდებმა ფინალში იასპარეზეს, დამარცხებულებმა - მესამე ადგილისთვის.
საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი გაზაფხულზე დაიწყო და მასში შვიდი გუნდი მონაწილეობდა. გუნდები საქართველოს 2015 წლის ჩემპიიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა. წინასწარი ეტაპი წრიული სისტემით ჩატარდა, რის შემდეგაც ოთხმა საუკეთესო გუნდმა ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
1. ლომჭაბუკი
2. მებრძოლი 2015
3. დურმიშხანი
4. ლიდერი
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახური