დასავლეთ ევროპაში და ლათინურ ამერიკაში უკვე დიდი საშობაო არდადეგებია და 25 დეკემბრიდან ახალ წლამდე სხვა მრავალი ხელობის ადამიანებთან ერთად ცნობილი სპორტსმენები და მათი ოჯახები თუ გულისსწორ-გირლფრენდებიც ისვენებენ და მოცალეობენ.
ბულვარულ მედიას რომ თვალი გადაავლოთ, ადვილად აღმოაჩენთ, რომ ცნობილი სპორტსმენების აბსოლუტური უმრავლესობა ამ დღეებს ოჯახურ გარემოში ხვდება და ეს როგორც იტყვიან წყალშეუვალი ტრადიციაა.
ფეხბურთელებიდან ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ფრანჩესკო ტოტი, თომას მიულერი და სხვა დიდი ვარსკვლავები ტრადიციულად ოჯახურ გარემოში მხიარულობენ. მათსავით იქცევა სხვაც ბევრი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ჯერ ალბათ არც კი გაუგიათ ახალი წლის მოახლოვება.Aაი მაგალითად, ზლატან იბრაჰიმოვიჩისათვის სულერთია ახალი წელი მოვა, არ მოვა თუ გვერდით ჩაგვიქროლებს ღამის ექსპრესივით.