ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე “კლივლენდ კავალიერსთან” 108:109 დამარცხდა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 13 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ფაჩულიამ 3-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მთელი მატჩის განმავლობაში “კლივლენდი” მდევრის როლში გახლდათ, მაგრამ ბოლო წუთებზე ლებრონ ჯეიმსის და კაირი ირვინგის წყალობით “კავალერიამ” ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შეხვედრის დასრულებამდე 33 წამით ადრე ირვინგმა მოძრაობაში გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო. “მეომრებმა” კი დარჩენილ სამ წამში ბურთის კალათისკენ სროლაც ვერ მოახერხეს. მატჩი ყველაზე მეტი 36 ქულა(15 მოხსნა) დურნატის ანგარიშზეა, ლებრონმა გუნდს 31 ქულა და 13 მოხსნა შესძინა.
“ოქროს შტატელები” 27 მოგებით და 5 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ. მომდევნო შეხვედრაში “გოლდენ სტეიტი” შინ “ტორონტოს” დაუპირისპირდება, მატჩი 29 დეკემბერს, თბილსის დროით 07:30 საათზე დაიწყება.