ფეხბურთი

18:27 | 25.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ჰუფნაგელის ამბები: ან განათხოვრება, ან თამაში

22 წლის ლუკა ჰუფნაგელს გერმანული ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია. ლუკას სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, როცა "ფრაიბურგი" მეორე ბუნდესლიგაში იყო, აგვისტოდან კი მხოლოდ "ფრაიბურგის"დუბლებში თამაშით შემოიფარგლა, სადაც რამდენიმე გოლი და საგოლე პასიც მიითვალა...

თუმცა ბევრი მატჩი ვერც დუბლებში ჩაატარა, რადგან ტრავმა ჰქონდა.

ლუკა ჰუფნაგელის ოჯახისგან შევიტყვეთ, რომ მკურნალობამ თვენახევარს გასტანა და ახლა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. საინტერესოა, მოუწევს თამაში მეორე წრეში?

როგორც ოჯახისგანვე შევიტყვეთ, "ფრაიბურგის" სპორტულ დირექტორს ლუკასთვის უთქვამს, რომ მეორე წრეში აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ფეხბურთელის აგენტს სურს, რომ "ფრაიმ" ექვსი თვით განათხოვრების ნება მისცეს. აგენტის თქმით, ჰუფნაგელის იჯარით აყვანა მეორე ბუნდესლიგის წამყვან კლუბებს სურთ.

სავარაუდოდ, ჰუფნაგელი მაინც "ფრაიბურგში" დარჩება, რადგან კლუბს ახალგაზრდა ნახევარმცველის გაშვება (თუნდაც იჯარით) არ სურს.

ჰუფნაგელს შარშან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი: ესტონეთთან 0:3 წაგებულ მატჩში.

0.121778