ფეხბურთი

22:40 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალექს სანდრო სამი კვირა იუქმებს

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” მარცხენა მცველი ალექს სანდრო ორიდან სამი კვირა იუქმებს. ასეთია, წინასწარი პროგნოზი ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრავმის, რომელიც პარასკევს, იტალიის სუპერთასზე “მილანთან” მატჩში მიიღო.

24 წლის სანდროს მარჯვენა ფეხზე ბარძაყის პრობლემა შეექმნა და პირველივე ტაიმში ადგილი პატრის ევრას დაუთმო.

სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს გამოკვლევა უახლოეს დღეებში კიდევ ჩაუტარდება და ტრავმის ზუსტი სიმძიმეც ამის შემდგომ დადგინდება.

0.119664