ფეხბურთი

18:29 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციომ” თვალი სიმეონეს დაადგა

რომის “ლაციოს” დიეგო სიმეონეს ვაჟის, ჯოვანის გადაბირება სურს. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბის მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის 21 წლის არგენტინელის თამაში ძალიან მოსწონს და კლუბის ხელმძღვანელებს ტრანსფერზე მუშაობა მოსთხოვა.

თუმცა, წყაროს თუ დავუჯერებთ, ნაკლებადაა სავარაუდო, ზამთარში “ჯენოამ” მთავარი ფორვარდი დათმოს, თან იმის ფონზე, რომ გენუური გუნდიდან კიდევ ერთი თავდამსხმელი ლეონარდო პავოლეტი “ნაპოლიში” თითქმის გადასულია.

ჯოვანი სიმეონე იტალიაში პირველ სეზონს ატარებს და საკმაოდ კარგადაც: 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, “ლაციოს” ღირსებას წლების განმავლობაში დიეგო სიმეონეც იცავდა.

0.112731