ფეხბურთი

19:48 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” რვა ფეხბურთელმა დატოვა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი მფლობელის, ქუთაისის “ტორპედოს” რიგები ერთბაშად რვა ფეხბურთელმა დატოვა. იმერული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბთან კონტრაქტები დაუმათავრდათ გია ნერგაძეს, მაქსიმე ქვილითაიას, ალექსი ბენაშვილს, ვანო წილოსანს, ავთო ენდელაძეს, ზაურ გოგუაძეს, ცოტნე მესხსა და ვახტანგ კვარაცხელიას.

შესაბამისად, მათ ახალი ხელშეკრულებები არ გაუფორმდათ და ამიერიდან სხვა გუნდის ძიება მოუწევთ. შეგახსენებთ, “ტორპედო” ცოტა ხნის წინ, ოთარ კვერნაძემ, იურგენ კოლინმა და გუგა ფალავანდიშვილმაც დატოვეს.

თეგებიტორპედო
0.112692