ჭადრაკი

21:38 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

წაწალაშვილმა ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა

საფრანგეთის ქალაქმა კორბამ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც სხვებთან ერთად ქართველი სპორტსმენი ქეთი წაწალაშვილიც მონაწილეობდა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. შესანიშნავად ითამაშა წაწალაშვილმა, რომელმაც შვიდივე შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. 5,5 ქულით მეორე ადგილზე სომეხი მოჭადრაკე აშტიკ მესალიანი გავიდა, ხოლო 5,0 ქულით მესამე ადგილის მფლობელი მასპინძელთა წარმომადგენელი სანდრი ფრიონი გახდა.

0.065054