არგენტინაში ეგზომ პოპულარული ტელეწამყვანი და მოდელი ჯესიკა ჯენეი, შესაძლოა, არგენტინის საფეხბურთი ნაკრების თილისმა და სახე გახდეს. არ იფიქროთ, რომ ამის შესახებ რომელიმე ბულვარული ჟურნალი ან გაზეთი პრივატულად იუწყებოდეს. საქმე ისაა, რომ თავად ჯესიკას გაუჩნდა მსგავსი ამბიციები.
როგორც ეს შხვართთა შორის უშხვართესი ქალი იძახის, მას ძალიან არ მოსწონს ის გოგონები, რომლებიც “ალბისელესტეს” თილისმობაზე დებენ თავს და ამ დროს არგენტინის ნაკრების სამი ფეხბურთელის ჩამოთვლაც კი არ შეუძლიათ. ჯესიკა ჯენეი თავს ფეხბურთის დიდ მოყვარულად რაცხს და მიაჩნია, რომ სწორედ ის იმსახურებს ნაკრების თილისმობას.
ამასთანავე, აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჯესიკა ჯენეი წლების წინ ცნობილი არგენტინელი მეგოლის, მარტინ პალერმოს გულისსწორი იყო. ჯესიკასა და მარტინის ტრფობის ამბავი საქვეყნოდ იყო ცნობილი და ხალხი იმასაც კი იძახდა: ამ დიდებულ ქალს თავღია მარტინი რამ მოაწონაო.