“ლოს ანჯელეს კლიპერსის” გამთამაშებელმა კრის პოლმა “სან ანტონიოსთან” (106:101) მოგებულ მატჩში 2 ჩაჭრა განახორციელდა და კარიერაში სულ 1860 დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით პოლმა ლეგენდარულ კევინ გარნეტს (1859 ჩაჭრა) გადაასწრო და ისტორიაში მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი, 3265 ჩაჭრა ჯონ სტოკტონის ანგარიშზეა, მეორე ადგილზე ჯეისონ კიდია 2684 ჩაჭრით, ხოლო მესამეზე მაიკლ ჯორდანი - 2514.