სხვა

13:56 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წლის სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე
“ბედნიერი ვარ, რომ მე ამირჩიეს”

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა.

“მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ მე ამირჩიეს. ეს უდიდესი შეგრძნებაა, თუმცა სხვა სპორტსმენებიც იმსახურებდნენ ამ სტატუსს”, – თქვა ტალახაძემ.

შეგახსენებთ, რომ რიო 2016-ზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 215, ხოლო აკვრაში 258 კილოგრამი დაძლია და ოლიმპიურ ოქროს მედალთან ერთად ამ მაჩვენებლით მსოფლიო რეკორდსმენიც გახდა.

0.11603