ფეხბურთი

12:22 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფალავანდიშვილი - 3 წლით “ეთნიკოსში”

ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელი გუგა ფალავანდიშვილი კარიერას კვიპროსში, კერძოდ, “ეთნიკოსში” გააგრძელებს. როგორც worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, 23 წლის ფეხბურთელი “ეთნიკოსთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. გუგა ამჟამად კიევში იმყოფება, საიდანაც კვიპროსში გაემგზავრება – ხელშეკრულება ორშაბათს უნდა გაფორმდეს.

კონტრაქტში არსებული პირობის თანახმად, “ეთნიკოსს” არ ექნება უფლება, უკეთესი შემოთავაზების შემთხვევაში ფეხბურთელი შეაფერხოს და ტრანსფერში ხელი შეუშალოს.

“ეთნიკოსი” კვიპროსის ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა და მისი საუკეთესო ბომბარდირი ნიკა კაჭარავაა. გარდა ამისა, გია გრიგალავა და გიორგი ილურიძეც იცავენ ამ კლუბის ღირსებას.

გუგა ფალავანდიშვილი ბოლოს “ტორპედოში” გამოდიდოდა, სადაც საქართველოს თასი მოიგო. მანამდე კი, გორის “დილას” რიგებში საქართველოს ჩემპიონიც გამხდარა.

0.12273