ჭადრაკი

13:34 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა კომისიას იოსელიანი უხელმძღვანელებს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, ქალთა კომისიას სახელოვანი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი, ფედერაციის გამგეობის წევრი ნანა იოსელიანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ იოსელიანი ქალთა შორის ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი. არის საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებული(1980, 1982, 1992, 1994, 1996). ევროპის ორგზის ჩემპიონი(1978, 1979). ოთხჯერ აქვს მოგებული ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველობა(1891, 1982, 1986, 1987).

აქტიურ სპორტს თავი 2003 წელს დაანება.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის მესამე ხარისხის ორდენით.

0.112702