კალათბურთი

12:16 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

შარაბიძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

მაკედონიის ეროვნულ ჩემპიონატში, სადაც ქართველი კალათბურთელი გიორგი შარაბიძეც თამაშობს, მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა.

დიდ ინტერესს იწვევდა სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი შარაბიძის ,,ფენი ინდუსტრისისა’’ და ,,რაბოტნიჩკის’’ შეხვედრა. 84:76 გაიმარჯვა სტუმრად მოთამაშე ,,რაბოტნიჩკიმ’’ და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთზე მეტი დაჰყო პარკეტზე და ამ ხნის განმავლობაში 11 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. ,,ფენი ინდუსტრისი’’ მერვე ტურის შეხვედრასაც შინ ჩაატარებს, სადაც ამჯერად ,,კოზუვს’’ უმასპინძლებს.

0.115171