როგორც იცით, მთელი რიგი მიზეზების გამო, რუს ჩოგბურთელ მარია შარაპოვას არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ჩვენი “ტკბილი” მეზობელი ქვეყნის – რუსეთის ხელისუფლებასთან და მავანნი ამბობენ, ბოლო პერიოდში მარიას ცხოვრებასა და კარიერაში მომხდარი ცუდი ამბებიც სწორედ ამას უკავშირდებაო.
სწორედ ამ ყველაფერის შემდეგ, რუსეთში და მთელს საჩოგბურთო მსოფლიოში დაიწყო მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, მარია შარაპოვა საბოლოო ჯამში რომელ ქვეყანასა და ქალაქში იპოვის ნავთსაყუდელს და იქნება თუ არა იგი ”დედა რუსეთის” ერთგული შვილი.
მარია ამჟამად უკვე ძირითადად ლონდონსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და საქმესაც ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ქალი საბოლოო გადაწყვეტილებასაც ძალიან მარტივად დასავლეთის სასარგებლოდ მიიღებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რუსეთის სახით ცდუნება არც ისე დიდი და მიმზიდველია.