ფეხბურთი

0:15 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოლიციამ “სევილიას” 14 ულტრასი დააპატიმრა

ესპანეთის პოლიციამ “სევილიას” 14 ულტრასი დააპატიმრა – იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.

ანდალუსიური კლუბის ფანების დაკავების მიზეზი, მათი მხრიდან “იუვენტუსის” ქომაგებთან ჩხუბი გახლდათ და როგორც ცნობილია, ტურინელთა ერთი ქომაგი სერიოზულადაც დაშავდა.

აღნიშნული წყაროს ცნობით, იტალიელი გულშემატკივარი ერთ-ერთ ბარში სევილიური კლუბის რადიკალური ულტრას ჯგუფის წევრმა დაჭრა.

შეგახსენებთ, რომ “სევილიას” და “იუვენტუსის” დაპირისპირება 21 ნოემბერს გაიმართა და სტუმრებმა 1:3 იმარჯვეს.

თეგებისევილია
0.117674