ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” ჟოზე მოურინიოს შენარჩუნებას დიდი ხნით აპირებს. ალბიონური მედიის ცნობით, “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა მზადაა “განსაკუთრებულს” კონტრაქტი არც მეტი, არც ნაკლები, 8 წლით გაუხანგრძლივოს.
ცოტა არ იყოს უცნაურია, რადგან მოურინიო აქამდე არცერთ გუნდში სამ სეზონზე დიდხანს არ გაჩერებულა. ამასთან, “იუნაიტედს” მაინცდამაინც კარგი სეზონი არ აქვს.
თუმცა, ბოლო ხანებში “ოლდ ტრაფორდელებმა” თამაშის ხარისხი და შედეგი გამოასწორეს: მიჯრით 10 მატჩია არ წაუგიათ ყველა ტურნირის ჩათვლით, ხოლო პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა და მეოთხე ადგილოსან “არსენალს” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.