ფეხბურთი

23:50 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

არიც ადურისი და “ბილბაო” ისევ ერთად

ბილბაოს “ატლეტიკის” ხელმძღვანელობამ 35 წლის ფორვარდ არიც ადურისს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც ბასკური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, ვეტერანი ფეხბურთელი “ბილბაოში” 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ადურისი ასაკის მიუხედავად საკმაოდ კარგ ფორმაშია – მიმდინარე სეზონში მან 20 მატჩში 12 გოლის გატანა შესძლო. კიდევ უფრო წარმატებული სეზონი კი, შარშან ჰქონდა: 20 გოლი ლა ლიგაში შეაგდო, 12 ევროპა ლიგაზე.

არიც ადურიცი “ბილბაოში” თავდაპირველად 2002 წელს აღმოჩნდა, საიდანაც “ვალიადოლიდს” მიაშურა, თუმცა მალევე უკან დაბრუნდა. მერე იყო მის კარიერაში “მალიორკა” და “ვალენსია”. მესამედ იგი “ატლეტიკში” 2012 წლის ზაფხულში ჩაირიცხა.

0.11526