საერთაშორისო დიდოსტატმა ჭადრაკში დავით ჯოჯუამ, თავისი სურვილით მოჭადრაკე ქალთა ნაკრები და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა დატოვა. ამის შესახებ worldsport. ge-ს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჯოჯუა წლების განმავლობაში საქართველოს მოჭადრაკეთა ქალთა ნაკრების კაპიტანი და ქალთა კომისიის თავმჯდომარე იყო. მისი კაპიტნობის დროს ნაკრებმა არსებობის მანძილზე პირველად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დაკავებული თანამდებობებიდან წასვლის მიზეზი კი ბოლო ოლიმპიადაზე გუნდის წარუმატებელი გამოსვლა გახდა.