კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი იანვარში “რეალს” არ დატოვებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდელები როდრიგესს ზამთარში იმ შემთხვევაში გაყიდიან, თუ რომელიმე გუნდი 500 მილიონ ევროს გადაიხდის...
აქამდე კი, ხამესმა საჯაროდ განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო “სანტიაგო ბერნაბეუ” იანვარშივე დაეტოვებინა:
“არ ვარ დარწმუნებული, რომ დავრჩები. სხვადასხვა შემოთავაზებები მაქვს – “რეალში” კარგად ვარ, მაგრამ მეტი სათამაშო დრო მსურს”, - ამბობდა კოლუმბიელი.
ხამეს როდრიგესი “რეალის” ძირითადი შემადგენლობის წევრი მას შემდგომ აღარაა, რაც გუნდი ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა. ამ სეზონში ჩატარებულ 14 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 8 პასი გააკეთა.