ფეხბურთი

13:51 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დრეზდენის “დინამოს” ფეხბურთელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე დრეზდენის “დინამოს” მცველი მარკ ვაკსი ვისბადენში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც გამოცემა Bild-ი იტყობინება, 21 წლის ფეხბურთელი მისი დეიდის მფლობელობაში არსებულ მაღაზიასთან იმყოფებოდა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა სროლა დაიწყო. ვაკსის დეიდა ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეუღლე და ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდათ და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

“მომხდარით შოკირებულები ვართ. “დინამოს” მთელი პერსონალი თანადგომას უცხადებს ფეხბურთელს და ყველანი მის გვერდით ვართ. ახლა მთავარი დაჭრილთა გამოჯანმრთელებაა. თანავუგრძნობთ მარკს და მის ოჯახს” - აცხადებს “დინამოს” სპორტული დირექტორი რალფ მინგი.

0.115005