მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგბურთელი ბელორუსელი ვიქტორია აზარენკა დედა გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას თავად ვიკა ავრცელებს და მცირე კომენტარსაც აკეთებს.
„დღეს ძალიან მძიმე ბრძოლა მქონდა, ჩემი ბიჭი დაიბადა ჯანმრთელი და ბედნიერი, დიდი მადლობა ყველას.“ - განაცხადა აზარენკამ.
შეგახსენებთ, რომ ვიკას ორსულობის გამო ბოლო 10 თვეა აღარ უთამაშია და როგორც ადრე განაცხადა, კორტს 2017 წელს დაუბრუნდება.