ფეხბურთი

19:18 | 20.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესის და იოზილის ნაცვლად როისი

ლონდონის “არსენალი” მარკო როისის შეძენას აპირებს. თუმცა, ამ ტრანსფერზე მუშაობას იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მესუტ იოზილთან და ალექსის სანჩესთან კონტრაქტები არ გახანგრძლივდება.

ორივე მოთამაშეს “არსენალთან” ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ითქვა, რომ იოზილიცა და სანჩესიც მზად იყვნენ თანამშრომლობის გასაგრძელებლად, მაგრამ ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გერმანელი კვირაში 140 ათას ფუნტს იღებს და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია კლუბში, ხოლო ალექსისი 10 ათასით ნაკლებს.

“ტელეგრაფის” ინფორმაციით, ლონდონში სხვა გამოსავალი იპოვეს: თუ შეთანხმება ვერ შედგა, იოზილსა და სანჩესს გაყიდიან, მიღებული თანხის მოხმარება კი, მარკო როისის ტრანსფერზე იქნება შესაძლებელი.

მესუთ იოზილმა ამ სეზონში 22 მატჩში, 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო სანჩესმა 23 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება როისს, მას სეზონის ძირითადი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. ამიტომ, 6 შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 გოლი და 6 პასია. “დორტმუნდთან” გერმანელს კონტრაქტი 2019 წელს უმთავრდება.

0.119049