მოდელი და მსახიობი ელისაბეტ კანალისი სულ მალე ახალი და ნამეტნავად სკანდალური წიგნის ავტორი გახდება. ელისაბეტი ირწმუნება, რომ უკვე დაასრულა მუშაობა ავტობიოგრაფიულ წიგნზე, სადაც ამ ქალის ცხოვრების უმცირესი დეტალებიც კი იქნება ასახული.
ელისაბეტ კანალისის საყვარელმრავლობა და ქარიშხლიანი წარსული საქვეყნოდაა ცნობილი და მის მრავალ გულისსწორს შორის ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი ყველაზე მექალთანე მამრი – იტალიელი კრისტიან ვიერიც იყო. ვიერისა და ელისაბეტის ამბები ამ 15 წლის წინ მსოფლიოს მთავარ “ყვითელ” რომანად ითვლებოდა.
კრისტიან ვიერის, ანუ ”ბობოს” გარდა, კანალისის სარეცელში მრავალ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ მამაკაცს აქვს მალაყი გაკეთებული და აბა როგორ არ იქნება ამ ქალის ავტობიოგრაფიული წიგნი საინტერესიო და სკანდალური? ბევრი წიგნი იცით, სადაც ამდენი ტიტლიკანა მამაკაცი გადი-გამოდის?...