საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში, მიმდინარე ტურნირის ორი რეკორდი გაუმჯობესდა.
,,კაკტუსის’’ ახალგაზრდა მსროლელმა დავით ლომიძემ(13.01.97, 197სმ) ,,სოხუმთან’’ თამაშის დროს თხუთმეტი მცდელობიდან ცხრა სამქულიანი გამოიყენა და ახალი რეკორდი დაამყარა. ძველი რეკორდი - რვა-რვა სამქულიანი დავით ბარბაქაძეს(,,სოხუმი’’) და ქეისი კასპერბაუერს(,,რუსთავი’’) ეკუთვნოდათ.
ასევე სარეკორდო გამოდგა ,, დინამო’’- ,,კაკტუსის’’ შეხვედრაში ანგარიშში სხვაობა - ,,დინამომ’’ ორმოცდაერთი ქულის სხვაობით 109: 68 მოიგო. ძველი რეკორდი, ოცდაცხრამეტქულიანი სხვაობა ,,ოლიმპს’’ ეკუთვნოდა, რომელმაც პირველ წრეში ,,მგზავრები’’ 88: 49 დაამარცხა.