პრემიერლიგის მე-17 ტურის დასკვნითი შეხვედრა “გუდისონ პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ევერტონმა” თანაქალაქელი “ლივერპული” მიიღო და მსაჯის მიერ მე-4 დამატებულ წუთზე დამარცხდა.
პირველმა ტაიმმა შედარებით მოსაწყენად ჩაიარა და სახიფათო მომენტები თითქმის არ ყოფილა. ყველაზე რეალური საგოლე შანსი 37-ე წუთზე დივოკ ორიჯის ჰქონდა, მაგრამ შტეკელენბურგის კარს ააცილა.
მეორე ნახევარი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და 50-ე წუთზე რობერტო ფირმინოს გოლის გატანის 100%-იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შტეკელენბურგს ვერ აჯობა.
59-ე წუთზე ჰოლანდიელი კიპერი დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად შემოსულმა ხოელ რობლესმა მე-80 წუთზე ფირმინოს რთული ბურთი აუღო, თუმცა მსაჯის მიერ მე-4 დამატებულ წუთზე ვეღარაფერს გახდა: დანიელ სტარიჯმა საჯარიმოს გარედან მეკარესთვის შორეულ კუთხეში დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე ყველას სადიო მანემ აჯობა და თავის გუნდს უძვირფასესი 3 ქულა მოუპოვა. ორ წუთში სტუმრებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ ფირმინოს კვლავ არ გაუმართლა და კოულმენმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა – 0:1.
“ლივერპული” 37 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ “ჩელსის” 6 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ევერტონი” 23 ქულით მე-9 საფეხურს იკავებს.
ევერტონი – ლივერპული 0:1 (0:0)
ლივერპული, “გუდისონ პარკი”
ევერტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი (რობლესი 64), მორი, უილიამსი, ბეინსი, კოულმენი, გაიე, მაკკარტი (ბერი 46), ე.ვალენსია (კალვერტ-ლეუინი 73), ბარკლი, ლენონი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
ლივერპული (4-3-3): მინოლე, კლავანი, ლოვრენი, კლაინი, მილნერი, ლალანა (ჩანი 82), ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მანე (ლეივა 98), ფირმინო, ორიჯი (სტარიჯი 82).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლი: მანე (94)
გაფრთხილებები: ბარკლი, კოულმენი, გაიე – ლოვრენი
მსაჯი: მაიკლ დინი