ფეხბურთი

19:05 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” ფალავანდიშვილმა და კოლინმა დატოვეს

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” ორმა ფეხბურთელმა დატოვა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, ამიერიდან “ტორპედოს” რიგებში გუგა ფალავანდიშვილი და იურგენ კოლინი აღარ ითამაშებენ.

ორივე მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და წასვლა არჩიეს. თუ სად განაგრძობს კარიერას ფალავანდიშვილი უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით იგი უცხოეთს მიაშურებს.

გუგა ფალავანდიშვილმა “ტორპედოს” თასის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. რაც შეეხება ჰალანდიელ კოლინს, მან ქუთათურთა რიგებში მხოლოდ 5 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

0.113565