იტალიური “ემპოლის” ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე იტალიის სერია A-ს XVII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ლევანი “კალიარისთან” შესრულებული დუბლის (VIDEO) შემდეგ football-italia.net-მა გამოარჩია.
“მიუხედავად იმისა, რომ “კალიარის” ევროპაში ყველაზე ცუდი დაცვის ხაზი ჰყავს, ლევან მჭედლიძის თამაში და დუბლი უნდა დავაფასოთ. მან შესანიშნავად იმუშავა გვიდო მარილუნგუსთან ერთად. დიდებული იყო მეორე გოლი, როდესაც კედელი გაითამშა მეწყვილესთან და შორეულ კუთხეში გაიტანა”, - წერს გამოცემა.
ლევან მჭედლიძე პირველად მოხვდა კალჩოს სიმბოლურში. შეგახსენებთ, მან 19-თვიანი უგოლო სერია დაასრულა იტალიის ჩემპიონატში.