იტალიელი თავდამსხმელი სიმონე ძაძა, რომელიც ტურნირის “იუვენტუსს” “ვესტ ჰემში” იჯარით ჰყავს გაშვებული, ესპანურ “ვალენსიას” აინტერესებს. ამის შესახებ “ღამურების” სპორტული დირექტორი ხესუს გარსია პიტარჩი ამბობს.
“სიმონე ძაძას დამატება ზაფხულში გვინდოდა, “იუვენტუსს” ანდრე გომეშის წაყვანა სურდა ჩვენგან. ვაპირებდით პორტუგალიელი ძაძაში და ერნანეშში გაგვეცვალა, მაგრამ ანდრე გომეშმა “ბარსელონაში” გადასვლა ამჯობინა, ამიტომ, ტრანსფერი არ შედგა. ვაღიარებთ, რომ ძაძას დამატება ახლაც გვინდა”, - აღნიშნა მან.
სიმონე ძაძა “ვესტ ჰემში” იჯარის წესით აგვისტოში გადავიდა, თუმცა ლონდონში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. როგორც ამბობენ, იგი იანვარში ჯერ “იუვენტუსს” დაუბრუნდება, მერე კი ახალ გუნდში გაანათხოვრებენ.