კალათბურთი

16:17 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„დინამომ“ ზედიზედ მეთორმეტე შეხვედრა მოიგო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტური თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ „დინამოსა“ და სუპერლიგის დებიუტანტ „კაკტუსის“ შეხვედრით გაიხსნა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფავორიტად დინამოელები ითვლებოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ირაკლი ხოშტარიას შეგირდების უპირატესობით დაიწყო და მათივე გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 109:68. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 21 ქულის სხვაობით 55:36 მოიგეს.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 23 ქულა „დინამოს“ უკანახაზელმა ნოდარ გოგოძემ დააგროვა. „კაკტუსის“ შემადგენლობაში 17-17 ქულით ყველაზე შედეგიანები ამერიკელი ლეგიონერი ტაილერ უაითი და ბექა ჩიკვილაძე იყვნენ. ამ უკანასკნელს ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა.

ამჟამად მიმდინარეობს ტურის მეორე შეხვედრა, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი „მგზავრები“ პირველ ოთხეულში მყოფ „რუსთავს“ მასპინძლობს.

დინამო - კაკტუსი 109:68 (28:20, 27:14, 25:15, 25:19)

0.112426