ფეხბურთი

15:36 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალექსი ფეხბურთს დაემშვიდობა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ გლობოესპორტე-ს თავად 34 წლის მოთამაშემ განუცხადა.

“ოჯახთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება და ფეხბურთიდან მივდივარ. ტრავმა მქონდა, რომლის მოშუშებასაც 9 თვე დასჭირდებოდა. ამიტომ, ვამჯობინე წასვლა”, - განაცხადა ალექსმა.

ალექსი ცენტრალურ მცველი იყო და წარმატებული კარიერა ჰქონდა. “პსვ ეინდჰოვენში”, “ჩელსიში”, პსჟ-სა და “მილანში” თამაშობდა. ბრაზილიის ნაკრებში კი 2007 წელს კოპა ამერიკა მოიგო.

თეგებიალექსი
0.113934