ფეხბურთი

10:54 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

მადრიდის “რეალის” ფორვარდი ალვარო მორატა ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში იგი შეცვლაზე, კერძოდ, 112-ე წუთზე ჩაერთო თამაშში კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად. ეს კი, მეოთხე შეცვლა იყო ხსენებულ მატჩში ესპანური გუნდის მხრიდან.

მოგეხსენებათ, ფიფამ თავისი ეგიდით ჩატარებულ მატჩებში დამატებით დროში მეოთხე ცვლილება დაუშვა და ანუ, ყველა გუნდი, რომელიც დამატებით 30 წუთეულს ითამაშებს მეოთხე ცვლილების უფლება აქვს. “რეალი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ამით ისარგებლა, ხოლო შესაბამისად, მორატა პირველი ფეხბურთელი, ვინც ცვლილებაზე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ მეოთხე ცვლილება აღნიშნულ შეხვედრაში “კაშიმა ანთლერსმაც” გამოიყენა – 114-ე წუთზე შუჰეი აკასაკი მოედანზე რიოტა ნაგაკის ნაცვლად შევიდა.

0.126777