საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის დუდა სანაძის "პრიმორსკამ" სლოვენიის ჩემპიონატის მე-11 ტურში შინ ერთ-ერთი აუტსაიდერი "პოდჩეტრტეკი" 20 ქულის სხვაობით 92:72 დაამარცხა და ტურის დასრულებამდე ჯერჯერობით მე-5 ადგილზე იმყოფება.
ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე თითქმის 28 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 18 ქულა, 4 მოხსნა და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. ასევე სანაძემ 6 საჯარიმოდან 5 ზუსტად გამოიყენა. დუდამ ქულების რაოდენობით საკუთარ გუნდს ულიდერა, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტით (13) რამდენიმე კალათბურთელს ჩამორჩა.
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ჩათვლაში სანაძე 192 ქულით კვლავ ლიდერობს და მეორეადგილოსან "ზლატოროგის" კალათბურთელ იგორ ტრატნიკს 1 ქულით უსწრებს.