ფეხბურთი

22:14 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე: "კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს უკვე წარსულია"

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ “კალიარისთან” მოგებული (2:0) მატჩი შეაფასა, რომელშიც მან დუბლის VIDEO შესრულება მოახერხა.

“ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის. მოპოვებული სამი ქულა ფსიქოლოგიურად მომდევნო შეხვედრებშიც დაგვეხმარება. კმაყოფილები ვართ, მაგრამ ეს უკვე წარსულია, მორჩა. ახლა, მხოლოდ “ატალანტასთან” მატჩზე ვფიქრობთ.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩემთან ახლოს იყვნენ ამ მომენტში. ბევრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სწორ გზაზე ვარ.

ქართველმა ფორვარდმა თავდასხმაში თავის პარტნიორზე, გვიდო მარილუნგოს შესახებაც ისაუბრა, რომელმაც დღეს საგოლე გადაცემები გაუკეთა:

“მარილუნგოს ძალიან კარგად ვუგებ, მაგრამ ჩვენ ყველამ შესანიშნავად ვითამაშეთ. ერთიანად და მიზანსაც მივაღწიეთ”, - უთხრა ლევანმა რადიო Lady-ს.

შეგახსენებთ, მჭედლიძემ დღეს “კალიარის” მე-8 და 72-ე წუთებზე გაუტანა ორი გოლი. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 6 თამაშში ორი გოლია და აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით “ემპოლის” საუკეთესო ბომბარდირია მასიმო მაკარონესთან ერთად.

0.117578