კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი მადრიდის “რეალში” ბედნიერია და გუნდის დატოვებას ახლო მომავალში არ აპირებს. ამის შესახებ თავად სამხრეთამერიკელმა მოთამაშემ განაცხადა.
“რეალში” თავს ბედნიერად ვგრძნობ – ახლა შემიძლია ფინალში ვითამაშო და კიდევ ერთი ტიტული მოვიგო. იმედია გავაგრძელებთ კარგი ფეხბურთის ჩვენებას. საერთოდ, ვისაც “რეალში” თამაში სურს, უნდა იცოდეს, რომ გუნდი ყოველთვის ტიტულების მოსაგებად იბრძვის”, - განაცხადა ხამესმა.
ხამეს როდრიგესმა მიმდინარე სეზონში ყველა სეზონის ჩათვლით 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლო დროს საუბრობენ იმაზე, რომ იგი მადრიდს დატოვებს, რადგან ზინედინ ზიდანი ძირითად შემადგენლობაში ხშირად არ ათამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში იაპონურ “კაშიმა ანტლერსს” ეთამაშება.