ფეხბურთი

14:46 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთში საუკეთესო დუშან ტადიჩია

სერბეთის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისური “საუთჰემპტონის” ნახევარმცველი დუშან ტადიჩი დასახელდა. იქაური ფეხბურთის ასოციცია 28 წლის ნახევარმცველს პრიზს მომავალ კვირაში, სპეციალურ გალა-დაჯილდოებაზე გადასცემს.

დუშან ტადიჩის სერბეთის ნაკრების ლიდერია მიმდინარე შესარჩევ ციკლში, 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მისი ნაკრები ჯგუფის მეორე ადგილზეა. შეგახსენებთ, სერბეთი საქართველოს ნაკრების ჯგუფშია და მომდევნო მატჩს 24 მარტს, სწორედ თბილისში ჩაატარებს.

0.11722