ტურინის “იუვენტუსი” “სევილიას” ცენტრალური ნახევარმცველის სტივენ ნ’ზონზის შეძენას გეგმავს – იუწყება გამოცემა La Stampa.
28 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება, “სევილიას ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და “იუვენტუსის” გარდა, მისი სამსახურით “ჩელსიც” დაინტერესდა.
ნ’ზონზის “დალაქებთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 20 მილიონი ევრო ღირს.
სტივენმა მიმდინარე სეზონში “სევილიას” მაისური ყველა ტურნირზე 21-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.