“ბარსელონას” პორტუგალიის ნაკრების და “ვალენსიას” მარჯვენა მცველის ჟოაო კანსელოს შეძენა სურს – იუწყება კატალონიური გამოცემა El Mundo Deportivo.
“ბლაუგრანას” რომ მარჯვენა მცველის დამატება უნდა ძველი ამბავია და როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო იუწყება, ლუის ენრიკეს რამდენიმე კანდიდატს შორის, ყველაზე მეტად ჟოაო ხიბლავს. კატალონიელები მზად არიან, რომ პორტუგალიელში 30 მილიონი ევრო გაიღონ.
თუმცა, “ვალენსია” ჩაგდებული პირველი წრის შემდეგ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას აპირებს და მათ გეგმებში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის დათმობა არ შედის.
ჟოაოს “ლოს ჩესთან” მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე ლა ლიგაში “ღამურების” მაისური 15-ჯერ მოირგო და 1 საგოლე პასი გააკეთა.