მსოფლიო რეიტინგის 65-ე ნომერი, არგენტინელი ხუან მონაკო ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მონაკოს მაჯის ტრავმა აქვს. არგენტინელის მაგივრად ტურნირის ძირითად ბადეში იაპონელი იოშიჰიტო ნიშიოკა იასპარეზებს.
ავსტრალიის ღია პირველობა 2017 წლის 16-29 იანვარს გაიმართება.