ფეხბურთი

13:39 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პროკურატურამ “ბარსელონას” წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა

ესპანეთის პროკურატურამ საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” წინააღმდეგ ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე დახურა. Cadena SER-ის ინფორმაციით, მხარეები ჯარიმის ოდენობაზე შეთანხმდნენ - კატალონიურ კლუბს მთლიანობაში 6 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და ამით წერტილი დაესმება სამართლებრივ განხილვებს, რომელიც თითქმის სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, ესპანელი სამართალდამცავები “ბარსელონას” 2013 წელს “სანტოსიდან” ნეიმარის შეძენისას გადასახადებისგან თავის არიდებაში სდებდნენ ბრალს.

მართალია, კლუბი ამ საქმისგან გათავისუფლდა, თუმცა თავად ნეიმარი არა - ბრაზილიაში ჯერ კიდევ გრძელდება ადგილობრივი კომპანია DIS-ის საჩივრის საფუძველზე აღძრული საქმის განხილვა. აღნიშნული კომპანია ფეხბურთელს “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაფორმების დროს მათ შორის არსებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

0.119627