ბრიტანეთში ძველი ციხეეების ქონგურებიც კი უწყიან იმას, რომ ცნობილი ინგლისელი მოდელი და ახლა უკვე მსახიობიც – ლუსი პინდერი საფეხბურთო კლუბ “საუთჰემპტონს” ქომაგობს და ერთთავად იმას იძახის, იღონდ “წმინდანები” საკუთარ თავზე მაღლა ახტნენ და მე ქალი არ ვიყო, ეპატაჟურობა თუ არ გამოვიჩინოო.
სანამ “საუთჰემპტონს” წარმოუდგენელი სასწაული ჩაუდენია და ლუსის ორიგინალური ქცევით მოვუხიბლივართ, მანამდე გეტყვით, რომ ამ მკერდდალოცვილ ქალს დიდი უსიამოვნება მოსვლია თავის დამსაქმებლებთან – ერთ-ერთ ლონდონურ ტელესტუდიასთან, და დიდი გაწევ-გამოწევაც ყოფილა.
როგორც ბრიტანული ტაბლოიდები გვამცნობენ, საქმე კლასიკურ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაჩენილ უთანხმოებასთან გვქონია. ლუსი თავისმა დამსაქმებელმა “გადააგდო” და კონტრაქტში ჩაწერილი თანხის მხოლოდ ნახევარი გადაუხადა, რაც, ცხადია, პინდერის ქალს არ მოეწონა და ახლა ამ საქმეს სასამართლო არჩევს. ასეთი ქალის დაჩაგვრა აბა სად გაგონილა?..